ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შავი ზღვის რეგიონების ენერგეტიკულმა სექტორმა მნიშნველოვანი ცვლილებები განიცადა. რეგიონში განახლებადი ენერგიის მწარმოებლებისა და მომწოდებლებისთვის საყურადღებო სიახლეების დაინერგა, როგორიცაა განახლებადი ენერგიის ზონების ჩამოყალიბება, მწვანე სერტიფიკატების დანერგვა, შეღავათიანი ტარიფების შემოღება და ა.შ. მოსალოდნელია, რომ შავი ზღვის ქვეყნებში ენერგიისადმი მოთხოვნა მშპ-ს პროპორციულად გაიზრდება. ენერგო უსაფრთხოების გაძლიერება რეგიონალური მართველობის მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც განახლებადი ენერგიის პოტენციალის სრულად ათვისება მნიშნველოვანი წინაპირობაა.
საქართველოს განახლებადი ენერგიის რესურსის გამოყენებაც სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა. ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის თქმით, 35% ენერგიის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღება საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის. ენერგიის ალტერნატიული წყაროებიდან მიღებაზე გადასვლა ამ სფეროში საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს. მოსალოდნელია, რომ ბიზნესები განახლებადი ენერგიის გამომუშავებითა და მოხმარებით დაინტერესდებიან. მაგალითად, შეიძენენ და გამოიყენებენ მზის ფოტოვოლტაურ სისტემებს, მცირე ჰესები კი სიმძლავრის ზრდაზე იზრუნებენ. როგორც GEFF-ის განხორციელებულ პროექტებში ჩანს, $20,000 ინვესტიციით, მცირე ჰესს შეუძლია წარმადობის 75%-ით გაზრდა, ფოტოვოლტაური პანელების დაყენება კი 23.9 მგვტსთ ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს სავაჭრო ცენტრს.
„Energy Week Black Sea 2020“ ფორუმიც სწორად ენერგეტიკის სფეროში მომხდარი და მოსალოდნელი ცვლილებების გარშემო მეოწყო. 29-30 სექტემბერს გამართულ ვირტუალურ ღონისძიებაში GEFF საქართველომაც მიიღო მონაწილეობა. ონლაინ ფორუმმა საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინისა და თურქეთის სახელმწიოფების და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული კომპანიების, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებს მოუყარა თავი. განხილული თემებიდან პირველ ადგილზე იყო განახლებადი ენერგიის განვითარება რეგიონში და უცხო ინვესტიციების მოძიების შესაძლებლობები. სხვადასხვა პრეზენტაციებისა და დისკუსიების შედეგად, ფორუმის 250 მონაწილეს მიეცა არსებული სიტუაციის გარკვევისა და მომავალი გამოწვევების გაცნობის შანსი.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები