ევროპოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (Trade Facilitation Programme) ფარგლებში გამარჯვებულები დაასახელა. ჯილდო 27 ქვეყნის ყველაზე აქტიურ ბანკს ერგო. საქართველოში გამარჯვებულად თიბისი ბანკი დასახელდა.
ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს.
2020 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში პროგრამის დაფინანსებამ 1.5. მილიარდ ევროს მიაღწია.
„ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა“ – EBRD-ის მმართველი დირექტორი, ფრანს მელიგი. საერთაშორისო ჯილდოა.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები