22 ივნისს, EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა (GEFF) ჩაატარა ონლაინ ღონისძიება სახელწოდებით “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის: ქალთა და მამაკაც მეწარმეთა გაძლიერება მდგრადი მომავლისთვის”. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მათი ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე გავლენის გამოაშკარავება და განეხილა თუ როგორ უმკლავდება მათ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოში შესაბამისი საზოგადოებრივი და მარეგულირებელი ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის ლიდერების, საბანკო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. ღონისძიებამ ცხადყო, რომ ეკონომიკაში ”თამაშის წესები” ნელა, მაგრამ ნამდვილად იცვლება. საქართველო სულ უფრო მზად ხდება მწვანე ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის.
ორი პანელური დისკუსია გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქალ მეწარმეთა ფონდთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და GEFF-ის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებთან (თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი და ბაზისბანკი). დისკუსებმა ნათლად აჩვენა ის ნაბიჯები, რომლებსაც ქვეყანა, მწვანე, მეტად ინკლუზიური ეკონომიკისკენ დგამს.
პარიზის შეთანხმების თანამხად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
მდგრადი ეკონომიკური განვითარების სფეროში, საქართველოში მოქმედებს მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგია 2021-2024 წლების პერიოდისთვის, რომელიც აერთიანებს გენდერულ მიმართულებას ბიზნესის სექტორში ქალთა და მამაკაცთა ეკონომიკური მონაწილეობის რაოდენობრივი თანასწორობის გათვალისწინებით. ამავე დროს, სამინისტრო 2016 წელს შეუერთდა OECD-ს დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობისა და რესურსების ეფექტურობის შესაბმის ქმედებების განხორციელებას დაბალი ემისიების ეკონომიკის განსავითარებლად. იგი ასევე აქტიურად ასოცირდება EU4Environment პროგრამასთან, რომელიც დაიწყო 2019 წელს და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მწვანე ეკონომიკაში საზოგადოებრივი ინვესტიციების სტრატეგიების შემუშავებას.
”მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის” მიღების შედეგად, ეროვნული ბანკი წამყვან როლს შეასრულებს საქართველოში მწვანე და სოციალური ფინანსური სტანდარტების შემუშავებაში.
რაც შეეხება GEFF-ის პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს, ისინი აგრძელებენ მწვანე დაფინანსების მრავალფეროვან გადაწყვეტილებას ნელა, მაგრამ სტაბილურად შეთავაზებას ბაზარზე. ისინი ასევე ცდილობენ თავიანთი სასესხო სტრატეგიების გენდერული გზით მართვას. ბანკების მწვანე პორტფელები ძირითადად განახლებადი ენერგიისკენ არის მიმართული, მაგრამ ენერგოეფექტურობისკენ იწყებს გადაადგილებას.
60-ზე მეტ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკოსებს და საზოგადოებას, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდა, საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში იმ გზების შესახებ, თუ როგორ შეუძლია საქართველოს უზრუნველყოს მდგრადი მომავალი, დაეხმაროს ქალ და მამაკაც მეწარმეებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათთვის მწვანე ტექნოლოგიებისა და ხელმისაწვდომი ფინანსური მექანიზმებზე წვდომის გამარტივებაში.
წინ გრძელი, მაგრამ ნათელი და მედით სავსე გზა არის გასავლელი.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები