საქართველომ წყალბადის ეკონომიკის განვითარების კურსი აიღო, რომლის საფუძველი „მწვანე“ წყალბადია. ქვეყნის მთავრობამ შესაბამის შეთანხმებას ხელი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად EBRD-ის ვებგვერდზე ვრცელდება.
„საქართველო დგამს ძალიან დროულ ნაბიჯს საკუთარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებისა და თავისი გაზის ინფრასტრუქტურის პერსპექტიულობის უზრუნველყოფის კუთხით, რათა ნაკლები ნახშირბადის მქონე საწვავზე გადავიდეს. ჩვენ მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს პირველ ნაბიჯებს“- აცხადებს EBRD-ის მდგრადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის წარმომადგენელი, Energy Eurasia-ს დირექტორი, აიდა სიტდიკოვა.
EBRD საქართველოს დაეხმარება ქვეყნის საჭიროების შეფასების ტექნიკურ კვლევასა და ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის წარმოებაში. ასევე, არსებული აქტივების მოდერნიზაციაში. ტექნიკური თანამშრომლობა რამდენიმე წელს გაგრძელება, რის შემდეგაც პოტენციური ინვესტიციების ვადები განისაზღვრება.
აღნიშნული შეთანხმება უფრო დიდი გარიგების ნაწილია, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა (GOGC) და EBRD-ს შორის გაფორმდა.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები