საქართველოს მთავრობა ქვეყნის ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმას 2019 წლიდან ახორციელებს. ამ დროს ძალაში შევიდა ახალი კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, რომელმაც ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შემდგომი განხორციელებისთვის ზოგადი სამართლებრივი საფუძველი ჩამოაყალიბა
ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის კონცეფცია, რომელიც ენერგეტიკის შესახებ კანონის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, 1 სექტემბერს ამოქმედდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, კონცეფცია ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს ნერგავს, როგორიცაა:
ელექტროენერგიის ბაზარი საშუალებას მისცემს საქართველოში არსებულ მრავალ ჰესს გახდეს ელექტროენერგიის მყიდველი და გამყიდველი. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს ფართომასშტაბიანი ინვესტიციების სტიმულირებას სხვა განახლებად ენერგიებშიც, როგორიცაა მზე და ქარი. ეს ფართომასშტაბიანი პროექტები არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ენერგომომარაგების უსაფრთხოებას და შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებზე, არამედ განავითარებს დაკავშირებული ბიზნესებს, როგორიცაა მზის პანელების წარმოება. განახლებადი ენერგიის კომერციალიზაცია ასევე გააძლიერებს ადგილობრივი მიმწოდებლებისა და მათი თანამშრომლების ცოდნას.
განახლებადი ენერგიის ფართომასშტაბიანი პროექტების შემუშავება მოითხოვს გრძელვადიან დაფინანსებას და კაპიტალს. მსოფლიოს მწვანე ეკონომიკებში, მწვანე დაფინანსების არსებობა და ხელმისაწვდომობა წარმოადგენს განვითარების ჯაჭვის მნიშვნელოვან ნაწილს. განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსება GEFF-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში და მისი ფუნქციონირების ბოლო სამი წლის განმავლობაში GEFF პროგრამამ წარმატებით დააფინანსა მრავალი პროექტი სხვადასხვა ბიზნესისთვის, სუპერმარკეტებიდან ლითონის წარმოებამდე. GEFF საქართველოში აფინანსებს მზის, ქარისა და წყლის ენერგიის წარმოებითვის საჭირო ტექნოლოგიებს, და ყველა დაკავშირებული ბიზნესისს.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარს, კონცეფცია ითვალისწინებს რამდენიმე კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ შეიძინონ და გაყიდონ ელექტროენერგია დღით ადრე შეთანხმებულ ფასში (დღით ადრე ან DAM), ან/და იმავე ვაჭრობის დღეს (დღიური ბაზარი ან IDMs). თუმცა, მყიდველებისა და გამყიდველების გარდა, ბაზარი შედგება სერვისებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მიწოდების უსაფრთხოებას (საბალანსო და დამხმარე მომსახურება). ბაზარი ასევე საშუალებას მისცემს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ჩამოყალიბებას, სადაც მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად მოილაპარაკონ ფასზე.
„ამ რეფორმის შედეგად, ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენცია თანდათან უნდა განვითარდეს ბაზრის ეტაპობრივი გახსნით“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ფართომასშტაბიანმა რეფორმამ ხარისხობრივად უნდა შეცვალოს არსებული საბაზრო მოდელი და გამოიწვიოს ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სწორ საფასო სიგნალებს მისცემს როგორც ინვესტორებს, ასევე მომხმარებლებს.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები