5 ივლისს, შედგა პოლონეთის ეროვნული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ონლაინ ღონისძიება სახელწოდებით „თანამშრომლობის შესაძლებლობები მწვანე ტექნოლოგიების სფეროში“. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ქართულ და პოლონურ ბიზნეს სექტორებს შორის კავშირების გაძლიერება და ბიზნესში მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობების წარმოჩენა.
მწვანე ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების თავიდან აცილებასა და მათ მიმართ მდგრადობის გამომუშავებაში. თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა ენერგოეფექტური დანადგარები და მოწყობილობები, მზის ელექტროსადგურები, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, ხელს უწყობს ბიზნესებს ამ რისკების მინიმუმამდე შემცირებასა და რესურსების ეფექტურად გამოყენებაში.
მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისა და მათი სარგებლის წარმოსაჩენად პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ წარადგინა “GreenEvo – Green Technology Accelerator” პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და ასტიმულირებს ინოვაციური მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებას.
40-მდე სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა გაეცნოთ GEFF-ის მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი (GTS), რომელიც 18,000-ზე მეტ საუკეთესო კლასის ტექნოლოგიას მოიცავს. მწვანე ტექნოლოგიის სარჩევში მოცემული ყველა ტექნოლოგია ხელმისაწვდომია GEFF-ის დაფინანსების ფარგლებში. მანქანა-დანადგარები, სხვადასხვა სახის აღჭურვილობა, გათბობისა და გაგრილების სისტემები, ეფექტური განათება და სარწყავი სისტემები მხოლოდ რამდენიმეა იმ ტექნოლოგიათა შორის, რომელიც GTS-ზეა წარმოდგენილი. ყველა ტექნოლოგია ენერგოეფექტურია და ნებისმიერ ბიზნესს ხარჯების შემცირებაში, სამუშაო გარემოს გაუმჯობესაბასა და გარემოზე მათი უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაში ეხმარება.
როგორც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა აღნიშნა, მდგრადი ეკონომიკის განვითარება საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება და განახლებადი ენერგიის წყაროების პოპულარიზაცია საუკეთესო გზებია ამ მიზნის მისაღწევად.
ონლაინ ღონისძიების ძირითადი ნაწილის შემდეგ, პოლონურ და ქართულ კომპანიებს შორის ონლაინ ბიზნეს შეხვედრები გაიმართა.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები