2015 წელს პარიზის შეთანხმებამ გააერთიანა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. 200-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა დადო პირობა, რომ გლობალური დათბობის გამომწვევი სათბური აირების ემისიებს შეამცირებდა. შეთანხმება ძალაში 2016 წლის 4 ნოემბერს შევიდა.
პარიზის შეთანხმებიდან 6 წლის შემდეგ, ქვეყნები კვლავ შეიკრიბნენ გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაზე, COP26-ზე, გლაზგოში, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო, რათა ხელახლა გადაეხედათ შეთანხმებით დადებულ დაპირებებს. COP26-ის შედეგად შედგა გლაზგოს კლიმატის პაქტი, რომელიც შემდეგი ათწლეულისთვის კლიმატის ცვლილების დღის წესრიგს დაადგენს.
პირველად მხარეთა კონფერენციის ისტორიაში (COP), ქვეყნებმა იღეს ნახშირის გამოყენების შემცირების ვალდებულება, რომელიც CO2-ის ემისიებს დიდ წილზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდა, რომ 2030 წლისთვის შეაჩერებდა ტყეების განადგურებას. რაც შეეხება მსოფლიო ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსის ფარგლებში შენარჩუნებას, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2022 წელს კვლავ შეიკრიბებიან, რათა CO2-ის ემისიების შემცირების მიზნების განიხილონ.
გლაზგოს კლიმატის პაქტის კიდევ ერთი მთავარი ელემენტია განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის დაფინანსების გაზრდის ვალდებულება. მსოფლიო ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ეტაპობრივად გააუქმონ სუბსიდიები, რომლებიც ხელოვნურად ამცირებს ქვანახშირის, ნავთობის ან ბუნებრივი აირის ფასს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიები 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით ნახევარზე მეტით შეამციროს.
მიუხედავად ნელი ტემპისა, ამ მიმართულებით საქართველო უკვე გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. სულ მეტი ბიზნესი ირჩევს ინვესტირებას სუფთა ენერგიის წყაროებში.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩარჩოპირობების გასაუმჯობესებლად და არა მხოლოდ განახლებადი ენერგიის, არამედენერგოეფექტურობის კუთხითაც. მაგალითად, განხორციელდა ქსელის აღრიცხვის სისტემისკორექტირება და დამტკიცდა ორი კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, უფრო კონკრეტულად, სამშენებლო და სამრეწველო სექტორებში ნახშირბადის დაბალი შემცველობის მიდგომებთანდაკავშირებით. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. კლიმატის მიზნის მისაღწევად, აუცილებელია შემდგომი ინტერვენციები, მათ შორის კლიმატთან დაკავშირებული შესაბამისი ქმედებების შემუშავება.
საქართველოში არსებობს მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმი. ერთ-ერთი მათგანია EBRD-ის GEFF საქართველოში, რომელიც ბიზნესებს და ფიზიკურ პირებს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა დაკლიმატის ადაპტაციის პროექტებსა და ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელებაში ეხმარება. ამ გზით GEFF-ი საქართველოშიც ხელს უწყობს ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელებას.
UNFCCC-ის მხარეთა კონფერენციის (COP27) შემდეგი სესია მომავალ წელს ეგვიპტეში გაიმართება. საბოლოო მიზანი არის ემისიების შემცირების შენარჩუნება, სანამ ქვეყნები არ მიაღწევენ წმინდანულს 2050 წლისთვის.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები