GEen

დეტალური სახელმძღვანელო “როგორ მივიღოთ შეფასებითი მომსახურება”

ეტაპი 1

პროექტის განსაზღვრა

შეამოწმეთ კრიტერიუმები იმის გასაგებად შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ დამუშავებული საინვესტიციო პროექტი GEFF-ის მოთხოვნებს.

ფინანსური შესაბამისობის შემოწმება

ბანკი შეაფასებს თქვენს ფინანსურ შესაბამისობას და GEFF-ის გუნდისგან წინასწარ ტექნიკურ შეფასებას მოითხოვს.

ტექნიკური შესაბამისობის შეფასება

GEFF-ის ექსპერტები განახორციელებენ თქვენი მწვანე საინვესტიციო პროექტის წინასწარ შეფასებას. საჭიროების შემთხვევაში, GEFF-ის ექსპერტებს შეუძლიათ დამატებითი შეფასების მომსახურების გაწევა, რისთვისაც შეიძლება ასევე საჭირო გახდეს ადგილზე სტუმრობა. შეფასების შედეგად მომზადებული ანგარიში გადაიხედება თქვენი ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

ფინანსური შეფასება და დასტური

საფინანსო ინსტიტუტი შეაფასებს მწვანე ინვესტიციას ფინანსური, გარემოსდაცვითი და სამართლებრივი კუთხით.

ეტაპი 2

ფინანსური ხელშეკრულება

პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, დაფინანსების ინსტიტუტი მოამზადებს ფინანსურ ხელშეკრულებას თქვენი ხელმოწერისთვის.

დაფინანსება

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, დაფინანსება გახდება თქვენთვის ხელმისაწვდომი, რისი საშუალებითაც შეძლებთ განახორციელოთ შესაბამისი მწვანე ინვესტიცია.

ინვესტიციების გამოყენება

აუცილებელია შერჩეული ტექნოლოგიების ბიზნესში დანერგვა და შესაბამისი საინსტალაციო სერტიფიკატების, საგარანტიო ფორმების ან საექსპლოატაციო ხელშეკრულებების დაარქივება, ტექნოლოგიის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთნ ერთად (ეს დოკუმენტები შესაძლოა მოგვიანებით საჭირო გახდეს). დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ფინანსურ ინსტიტუტს და GEFF-ის გუნდს თუ თქვენი საინვესტიციო პროექტი შეიცვალა და მოიცავს ისეთი სახის ტექნოლოგიებს/სერვისებს, რომლებიც არ ყოფილა შეფასებული.

ეტაპი 3

დადასტურების მოთხოვნა

ტექნოლოგიის დანერგვისა და მისი გამართულად მუშაობის შემდგომ, შეავსეთ დამადასტურებელი ფორმა და ჩააბარეთ ფინანსური ინსტიტუტის შესაბამის ფილიალში, სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად.

დადასტურება

GEFF-ის გუნდი გადაამოწმებს ტექნოლოგიის დანერგვისა და მისი გამართულად მუშაობის ფაქტს (გულისხმობს ადგილზე ვიზიტს).