GEen

დეტალური სახელმძღვანელო “როგორ მივიღოთ დაფინანსება ტექნოლოგიებისთვის”

ეტაპი 1

შეარჩიეთ ტექნოლოგიები

მწვანე ტექნოლოგიის სარჩევის დახმარებით შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მასალა ან აღჭურვილობა. გამოითხოვეთ ტექნიკური სპეციფიკაცია მწარმოებლისგან, რომლითაც დასტურდება ეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მოითხოვეთ პროფორმა ინვოისი ადგილობრივი მომწოდებლისგან/დისტრიბუტორისგან.

მიმართეთ მონაწილე ფინანსური ინსტიტუტს

მიაწოდეთ 1 ეტაპში მოცემული დოკუმენტები თქვენთან ახლოს მდებარე ფინანსური ინსტიტუტს.

ფინანსური შესაბამისობის შემოწმება

თქვენი ბანკის ფილიალი შეაფასებს ფინანსურ შესაბამისობას და მოითხოვს ტექნიკური შესაბამისობის შემოწმებას.

ტექნიკური შესაბამისობის შემოწმება

შერჩეული მოწყობილობის ტექნიკური კრიტერიუმები შემოწმდება მწვანე ტექნოლოგიის სარჩევთან მიმართებაში

ეტაპი 2

ფინანსური ხელშეკრულება

პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ადგილობრივი ბანკის ფილიალი მოამზადებს ფინანსურ ხელშეკრულებას.

დაფინანსება

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ თქვენი დაფინანსება გახდება ხელმისაწვდომი, რაც თქვენ საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ შესაბამისი მწვანე ინვესტიცია.

ტექნოლოგიის დანერგვა

უზრუნველყავით შერჩეული ტექნოლოგიების ბიზნესში დანერგვა და დააარქივეთ შესაბამისი საინსტალაციო სერტიფიკატები, საგარანტიო ფორმები ან საექსპლოატაციო ხელშეკრულები, ტექნოლოგიის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთნ ერთად (ეს დოკუმენტები შესაძლოა საჭირო გახდეს).

ეტაპი 3

დადასტურების მოთხოვნა

ტექნოლოგიის დანერგვისა და მისი გამართულად მუშაობის შემდგომ, შეავსეთ დამადასტურებელი ფორმა და ჩააბარეთ ფინანსური ინსტიტუტის შესაბამის ფილიალში.

დადასტურება

GEFF-ის გუნდი გადაამოწმებს ტექნოლოგიის დანერგვისა და მისი გამართულად მუშაობის ფაქტს (ამისათვის, შესაძლოა საჭირო იყოს ადგილზე ვიზიტი)