საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა.
მოლოდინის შესაბამისად, ტარიფი გაიზარდა როგორც საყოფაცხოვებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. გამანაწილებელი ოპერატორების გათვალისწინებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი თვეში 3.5, ხოლო არასაყოფაცხვორებო ტარიფი თვეში 11-დან 13 თეთრამდე გაძვირდა.
საქართველოს მთავრობა საყოფაცხოვრებო ტარიფის ცვლილების სუბსიდირებას გეგმავს, თუმცა კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფის თითქმის 70%-იანი ზრდა საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რამაც შეიძლება საბოლოო პროდუქტებზე ფასის ზრდა გამოიწვიოს. მიმდინარე ვითარებამ შესაძლოა ბიზნესებს კიდევ ერთხელ დააფიქროს ენერგიის ალტერნატიული წყაროებიდან მიღებაზე.
Bloomberg New Energy Outlook-ის მიხედვით, 2050 წლისათვის ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავება 56% მიაღწევს. მასშტაბირებისა და ინოვაციების წყალობით, განახლებადი ენერგიის ფასი დაიწევს, ხოლო ტექნოლოგიის ხარისხი გაიზრდება. დღესდღეობით, განახლებადი ენერგია არის ერთ-ერთ ყველაზე იაფი ელექტროენერგია, ხოლო 5 წელიწარდში სიიაფით ნახშირსა და გაზს გადაუსწრებს.
მზის ენერგია საქართველოშიც ნელ-ნელა პოპულარობას იძენს: ბაზარზე სულ უფრო მეტი ახალი მომწოდებელი შემოდის. ბიზნესების მიერ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაც იზრდება: სტატისტიკის მიხედვით, მზის სადგურების 40% სწორედ 2020 წელს დამონტაჟდა, ელ.ენერგიის ტარიფების ზრდასთან ერთად კი, ამ მაჩვენებლის ზრდაა მოსალოდნელი.
განახლებადი, კერძოდ კი მზის ენერგიის გამოყენების ფინანსური სარგებელიც შთამბეჭდავია: $55,000 ინვესტირებით, ელექტროდანაზოგის მონეტარული ექვივალენტი დაახლოვებით $7,000 შეადგენს. ტარიფების ცვლილების გათვალისწინებით კი, ეს ციფრი თითქმის $11,000-მდე იზრდება. ახლა, არჩევანი სწორედ ბიზნესებმა უნდა გააკეთონ: $4,000 განსხვავების საუკეთესო გამოყენება მისი განახლებადი ენერგიის წყაროში ინვესტირება იქნება.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები