თიბისი ბანკისა და GEFF საქართველოში ორგანიზებით 11 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება ონლაინ ფორუმი “ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში”. ღონისძიების მიზანია განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მწვანე დაფინანსების გამოყენების შესახებ ცნობადობის ამაღლება და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ინტერესის გაზრდა.
ფორუმს გახსნის ანა სარალიძე, ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის მენეჯერი, პრეზენტაციით თემაზე “თიბისის მდგრადი ფინანსირება”. GEFF პროგრამის ექსპერტები კი, ანდრო ბუთხუზი და მურად ხარაიშვილი, ჩაატარებენ პრეზენტაციებს განახლებად ენერგიასა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციაში ინვესტირების შესახებ. ფორუმი დასრულდება კითხვა-პასუხის სესიით.
ფორუმზე განხილული თემები საინტერესო იქნება მცირე, საშუალო და კორპორატიული ბიზნესებისთვის, რომელთა საქმიანობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ენერგიის მოხმარებაზე, ასევე, შენობის მფლობელების, მზის ენერგიის ტექნოლოგიების მომწოდებლებისა და აგროსექტორში მონაწილე კომპანიებისთვის. ფორუმის სტუმრები გაეცნობიან მზის ტექნოლოგიებში ინვესტირების უპირატესობებს, იმ ზომებს, რომლის შემუშავებაც აგროსექტორს დაეხმარება მდგრადი ბიზნესის განვითარებაში და გაიგებენ საქართველოს ბაზარზე არსებული მწვანე ტექნოლოგიების შესახებ.
დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ: https://forms.gle/8c335upQ11ps6cQY8
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები