”J.P. Morgan ვთანამშრომლობთ EBRD-სთან, რათა ჩვენს საერთაშორისო მომხმარებლებს მივცეთ მდგრადი ვაჭრობის განვითარებისა და იმ ტექნოლოგიებში ინვესტირების საშუალება, რომლებიც კლიმატის ფინანსირების ექსპერტების მიერ არის დამტკიცებული”, ნათქვამია J.P. Morgan-ის მიერ მომზადებულ მაგალითში, რომელიც ცხადყოფს თუ როგორ უზრუნველყოფს გლობალური ბანკებისა და EBRD-ს თანამშრომლობის შედეგად გამოყენებული მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი (GTS) და მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Green TFP) კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტირებას.
მდგრადი დაფინანსება ბიზნესის კეთების მნიშვნელოვან ასპექტად იქცა დღევანდელ მსოფლიოში. უფრო და უფრო მეტი გლობალური კომპანია ცდილობს საქმე გარემოსდაცვითი ასპექტის გათვალისწინებით აწარმოოს. ამ კომპანიების წინაშე დგას რამდენიმე გამოწვევა, მათ შორის: 1) იმის გარანტირება, რომ მათი ინვესტირება ნამდვილად მიმართულია მწვანე ტექნოლოგიების შეძენაში და 2) მომწოდებლების და მომხმარებლების მათთვის ჩვეული ბაზრების გარეთ მოძიება. J.P. Morgan-ისა და EBRD-ის თანამშრომლობა სწორად ამ გამოწვევების გადალახვაში ეხმარება მათ. ყოველ სავაჭრო ოპერაციაზე, რომელიც EBRD-ის რეგიონების ფარგლებში ხდება, J.P. Morgan მიმართავს ბანკს და ვაჭრობის დეტალების შეფასების თხოვნით. იმ შემთხვევაში თუ ბანკს შეუძლია ამ ტრანზაქციის მხარდაჭერა და ის კვალიფიცირდება, როგორც “მწვანე”, J.P. Morgan, თავის მხრივ, უჭერს მას მხარს, რითიც მწვანე ტექნოლოგიების პოპულარიზაციის პროცესი კიდევ ერთი ნაბიჯით იწევს წინ.
ამგვარად, GTS-ისა და Green TFP-ს დახმარებით, გლობალური ბანკები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების მიწოდებას ასტიმულირებენ. ამ ორი ინსტრუმენტის მეშვეობით EBRD-ს რეგიონებში არსებულ ადგილობრივ ბანკებს შეუძლიათ დააფინანსონ ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიისა და რესურს–ეფექტური ტექნოლოგიების ექსპორტი, იმპორტი და ადგილობირივი დისტრიბუცია. ამასთან, იმ კომპანიებს, რომელბიც საერთაშორისო მასშტაბით ვაჭორებენ მსგავსი ტექნოლოგიებით, შეუძლიათ სრულიად უფასოდ დარეგისტრირდენ მწვანე ტექნოლოგიის სარჩევში და ამით გააძლიერონ იმ ბიზნესთა ქსელი, რომლებიც უკეთესი გარემოს შექმნას უწყობენ ხელს.
2025 წლისთვის, მწვანე დაფინანსების 50%-მდე გაზრდის მიზნით, EBRD აქტიურად თანამშრომლობს მთელს მსოფლიოში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან. მისი ინსტრუმენტების აღიარება, ისეთი გლობალური ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა J.P. Morgan, ბიზნესებისთვის მდგრად ვაჭრობაში ჩართვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის.
EBRD-ის Green TFP ასტიმულირებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერვისების მიწოდებას. პროგრამა მწვანე დაფინანსების მნიშვნელოვანი, ინოვაციური ნაბიჯია, რომელიც აძლიერებს EBRD-ის ძალისხმევას, მისი ინვესტიციები მეტად მწვანე გახადოს. დღესდღეობით, EBRD-ის Green TFP-მ უკვე 675 მილიონ ევროზე მეტი გამოყო მწვანე ვაჭროების დაფინანსების მხარდაჭერისთვის, რის შედეგადაც 1,530,200 მგვტ.სთ ენერგია და 605,376 ტონა CO2 დაიზოგა.
GTS არის ონლაინ პლატფორმა, რომელშიც აღწერილია 30,000 თანამედროვე ტექნოლოგია და მასალა, რომლებიც ოჯახებსა და ბიზნესებს კომუნალური ხარჯების შემცირებაში, ცხოვრების ხარისხისა და პროდუქტიულობის ამაღლებაში ეხმარება. შედეგად, მცირდება სათბური აირების აკუმულირება და იზრდება კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობა.
მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი 10-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და 26 ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი, მათ შორის საქართველოშიც, სადაც 800-ზე მეტი ტექნოლოგიაა ხელმისაწვდომი ადგილობრივი მომწოდებლებისგან. GTS-ის დახმარებით ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია გაიმარტივოს GEFF დაფინანების მიღება პროგრამის პარტნიორ ფინანსური ინსტიტუტებში და განახორციელოს ინვესტირება საუკეთესო ტექნოლოგიებში, რომლესაც არამარტო ეკოლოგიური, არამედ ფინანსური სარგებელი აქვთ.
სრული ტექსტი იხილეთ აქ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები