ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა Innovate4Climate კონფერენციაზე, რომელიც 24 მაისს ფრანკფურტში ჩატარდა, ინოვაციური ონლაინ ინსტრუმენტი – ტექნოლოგიის სარჩევი გაუშვა.
EBRD-ის ტექნოლოგიის სარჩევი ონლაინ-შოფინგ სტილის პლატფორმას წარმოადგენს, სადაც საუკეთესო მწვანე ტექნოლოგიებია თავმოყრილი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ენერგო ეფექტურობის ამაღლება როგორც ბიზნეს, ასევე კერძო სექტორში. ინსტრუმენტის განვითარება მოხდა EBRD-ს მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში (GEFF) და მისი გამოყენება შესაძლებელია 24 ქვეყანაში, სადაც დაფინანსება GEFF-ის საშუალებით გაიცემა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე EBRD-ს წარმომადგენლების მიერ მოხდა ტექნოლოგიის სარჩევის პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგენს მწვანე დაფინანსების მიღების სწრაფ და ეფექტურ ინსტრუმენტს.
სპიკერები იყვნენ:
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები