2017 წელს, კლიმატის სფეროში განხორციელებულმა ინვესტიციების ჯამურმა თანხამ 35.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 28%-ით აჭარბებს წინა წლის მონაცემებს. აღნიშნულ ინვესტიციებს მსოფლიოს 6 უმსხვილესი მრავალმხრივი განვითარების ბანკი (შემდგომში MDB – Multilateral Development Bank) ახორციელებს.
MDB-ს გაერთიანებული ანგარიშიდან იკითხება, რომ 2017 წელს, დაფინანსების 79% (27.9 მილიარდი აშშ დოლარი) მიმართული იყო პროექტებისკენ, რომლის მიზანიც კლიმატური ზიანის შემცირება და გლობალური დათბობის ციკლის შენელებაა.
დარჩენილი 21%, ანუ 7.4 მილიარდი აშშ დოლარი მოხმარდა ე.წ ადაპტაციის პროექტებს, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლაში დაეხმარება. ასეთა, მაგალითად, დიდი წვიმები, ძლიერი გვალვა და უჩვეულო, ექსტრემალური ამინდები.
2016 წელს, კლიმატისათვის გამოყოფილმა დაფინანსებამ მთლიანობაში 27.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
MDB-ს უკანასკნელი მონაცემები 2017 წლის მრავალმხრივი განვითარების ბანკების კლიმატის დაფინანსების ანგარიშში გამოქვეყნდა და მოიცავს აფრიკის განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკის ჯგუფისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის (მსოფლიო ბანკი, IFC და MIGA) მონაცემებს. ეს იმ ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალია, რომლებიც მრავალმხრივი განვითარების ფინანსირებაში ერთიანდებიან. 2017 წლის ოქტომბერში, ისლამური განვითარების ბანკიც შეუერთდა MDB-ს კლიმატის დაფინანსების ჯგუფს და მათი მონაცემები 2018 წლიდან შემდგომ პერიოდებში მომზადებულ ანგარიშებში შევა.
2017 წლის დაფინანსების 81% სესხით სახით იქნა უზრუნველყოფილი. სხვა სახის დაფინანსების ინსრუმენტები მოიცავდა ინსტიტუციონალური ცვლილებებისთვის გაცემულ სესხებს, გრანტებს, გარანტიებს და საკრედიტო ხაზებს. დაფინანსების სწრაფი ზრდა კლიმატური ცვლილებებისადმი მყისიერი რეაგირების აუცილებლობით იქნა გამოწვეული. კლიმატის ცვლილების დაფინანსების ზრდა განაპირობა ისეთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებებმა, როგორიცაა One Planet Summit, რომელიც 2017 წლის დეკემბერში პარიზში, პარიზის ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ გაიმართა. კლიმატის დაფინანსება სპეციფიკური ფინანსური ნაკადების კლიმატის ცვლილების შემცირებისა და ადაპტაციისთვის გამოყენებას გულისხმობს. მსგავსი ღონისძიებები, MDB-ს რესურსების პარიზის ხელშეკრულებასთან თანხვედრაში განაწილებას უზრუნველყოფს. ამჟამად, MDB საკუთარი საქმიანობის უკეთ აღრიცხვასა და პარიზის ხელშეკრულების მიზნებთან თანხვედრაზე მუშაობს.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები