მრავალმხრივი განვითარების ბანკების (MDB’s) კლიმატის დაფინანსების ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს 7 უმსხვილესი MDB-ის ჯამურმა კლიმატის დაფინანსებამ $61.6 მილიარდს მიაღწია. აქედან, $41.5 მილიარდი (67%) განხორციელდა დაბალ და საშუალო შემოსვლიან ქვეყნებში.
2019 წლის ანგარიშში ჩანს, რომ $46.6 მილიარდი ანუ ჯამური დაფინანსების 76% მოხმარდა კლიმატის ცვლილებების ფინანსირებას, რომელიც მიმართულია მავნე სათბურის გაზების გამოყოფის შემცირებასა და გლობალური დათბობის შენელებისაკენ. ამ მიზნობრიობით გამოყოფილი დაფინანსების 59% მოხმარდა დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს.
დარჩენილი 15 მილიარდის, ანუ 24%-ის ინვესტირება განხორციელდა კლიმატური ცვლილებებით, მათ შორის გაძლიერებული გვალვების, ზღვის დონის ამაღლებისა და სხვა ექსტრემალური ამინდებისაგან გამოწვეული შედეგების მიმართ მდგრადობის განვითარებას. ამ მიზნობრიობით გამოყოფილი დაფინანსების 93% მოხმარდა დაბალი და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს.
სხვადასხვა ორგანიზაციების, როგორებიცაა CIF, GEF, GEEREF, the European Union’s funds for Climate Action, და the Green Climate Fund (GCF) მიერ გამოყოფილი სახსრები მნიშნველოვან როლს თამაშობს მრავლხმრივი განვითარების ბანკების კლიმატის დაფინანსებაში. 2019 წელს, MDB-ის ანგარიშში ჩანს, რომ ჯამური კლიმატის თანადაფინანსება, როგორც კერძო ისე სახელმწიფო სექტორებიდან, $102.7 მილიარდსაღწევს, რაც ჯამურ წლიურ კლიმატის დაფინანსებას $164.3 მილიარდამდე ზრდის.
ანგარიშში ჩანს, რომ მრავალმხრივი განვითარების ბანკები დაფინანსების ზრდად დინამიკას მიყვებიან. ოფიციალური პირების განცხადების მიხედვით, 2025 წლისათვის დაფინანსების მოლოდინი მინიმუმ $65 მილიარდია, სადაც $50 მილიარდი დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებისთვის არის გათვალისწინებული, ხოლო MDB-ის მიერ კლიმატის ცლილებების მიმართ მდგრადობის დაფინანსება 2025 წლისათვის $18 მილიარდს უნდა გაუტოლდეს.
სრული ანგარიში იხილეთ აქ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები