GEen

უკეთესი მომავლის მშენებლობა

ინვესტორი
შპს ანგელტერი
ადგილმდებარეობა
ზუგდიდი, საქართველო
ინვესტიცია
ენერგოეფექტური შენობა, კარ-ფანჯარა, გათბობისა და გაგრილების, ასევე განათების სისტემები
Investment Size
166,968 აშშ დოლარი
ენერგოდანაზოგი
299.2 მგვტსთ წელიწადში
CO2 დაზოგვა
58.28 ტონა წელიწადში
შედეგი
ჯანმრთელი დასასვენებელი გარემო
დონორი
GCF, BMF

ენერგოეფექტური შენობა და თანამედროვე ტექნოლოგიები ხარჯებს და გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ამცირებს

შპს ანგელტერი ზუგდიდში დაფუნძენული ახალგაზრდა კომპანიაა, რომელმაც სასტუროს აშენება გადაწყვიტა, რათა თავისი წვლილი შეეტანა რეგიონში ტურიზმის განვითარებაში.

სასტუმროს მდგრად განვითარებას, კომპანიამ დასაწყისშივე დიდი ყურადღება დაუთმო. 31 ნომრიანი სასტუმროს ენერგიით უზრუნველყოფა განახლებადი წყაროებიდან უნდა მომხდარიყო. ამასთან, მენეჯმენტმა ენერგოეფექტურობის ზომებიც თავიდანვე მიიღო, რათა გარემოზე ნეტაგიური ზეგავლენა შეემცირებინა.

მიზნების მისაღწევად, კომპანია ანგელტერმა GEFF დაფინანსებით სარგებლობა გადაწყვიტა. პროგრამის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით, კომპანიამ უფასო საკონსულტაციო მომსახურება მიიღო, რომელიც GEFF-ის ექსპერტებმა ჩაატარეს. ფინანსურ და ტექნიკურ პარამეტრებთან ერთად, GEFF პროგრამის კონსულტანტებმა მომავალი ენერგოდანაზოგი და CO2 მოსალოდნელი გამოყოფა დაიანგარიშეს.,

166,968 აშშ დოლარის ინვესტირებით, ახალი სასტუმრო ყოველწლიურად 300-მდე მგვტსთ ენერგიას დაზოგავს, რაც 8,474 აშშ დოლარს უდრის. თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წყალობით, როგორიცაა გათბობის, გაგრილებისა და განათების სისტემები, ახალ შენობას 59 ტონამდე ნაკლები CO2-ის ემისია ექნება წელიწადში.

მსოფლიოს წინაშე კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, მსგავსი პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი მეშვეობით მცირდება სამშენებლო სფეროს მიერ მავნე აირების გამოყოფა, რომელიც მსოფლიო CO2-ის ჯამური გამოყოფის 39% შეადგენს. შპს ანგელტერის მაგალითი ნათელს ხდის თუ როგორ შეუძლია თითოეული შენობის მფლობელს ან დეველოპერს ჯანრმთელი და კომფორთული საცხოვრებელი, სამუშაო თუ დასასვენებელი გარემოს შექმნა.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.