GEen

განახლებადი ენერგიით წარმოებული ეკო-მეგობრული ავეჯი

ინვესტორი
გეოლატექსი
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
მზის ელექტროსადგური (ფოტოვოლტაიკური პანელები, ინვერტორი და მონტაჟი)
Investment Size
100,000 აშშ დოლარი
ფინანსური შედეგი
უკუგების პერიოდი 3 წელი
ენერგოდანაზოგი
267 მგვტ/სთ წელიწადში
CO2 დაზოგვა
138 ტონა წელიწადში
შედეგი
გარემოზე წარმოების უარყოფითი ზეგავლენის შემცირება
დონორი
GCF, BMF

განახლებადი ენერგია ნახშირორჟანგის ემისიის მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს

თბილისში დაარსებული კომპანია გეოლატექსი საქართველოს მასშტაბით სამედიცინო ინვენტარის იმპორტსა და დისტრიბუციას 2007 წლიდან ახორციელებს.

2021 წელს კომპანიამ მოზარდებისთვის განკუთვნილი ეკო-მეგობრული და ერგონომიული ავეჯის წარმოება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიცია მომგებიანი აღმოჩნდა, საწარმოს მაღალი ენერგოდამოკიდებულება და ელ.ენერგიაზე გაზრდილი ტარიფები, კოპანიის საოპერაციო ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. ამის საფუძველზე, გეოლატექსის მენეჯმენტმა გადაწყვიტა ენერგიის ალტერნატიული წყაროები მოეძებნა. სიღრმისეული გამოკვლევის შედეგად კი მზის ელექტროსადგურის შეძენა გადაწყვიტა.

პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით, გეოლატექსი GEFF დაფინანსებაზე შეჩერდა. GEFF ექსპერტებისთვის მიწოდებული დეტალური პროექტის ანალიზის შემდეგ, გამოირკვა მზის ენერგიის გამოყენების ფინანსური და სხვა ბენეფიტები. საჭირო ტექნოლოგიაც, მზის პანელებისა და ინვენტორის სახით, მწვანე ტექნოლოგიის სარჩევში აღმოჩნდა შეყვანილი, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა დაფინანსების მიღება.

$100,000 ინვესტიციით, კომპანიამ 198 კვტ დადგმული სიმძლავრის სადგურის შეძენა შეძლო. ამ პარამეტრების სადგურის მეშვეობით კომპანია 267 მგვტსთ ენერგიის გამომუშავებასა და წელიწადში $36,000 დაზოგვას შეძლებს. ინვესტიციაზე ასეთი მაღალი უკუგების გათვალისწინებით, მიღებული დაფინანსების დაფარვას კომპანია სულ რაღაც 3 წელიწადში შეძლებს. მზის ენერგიის გამოყენებით, გეოლატექსი CO2-ის ემისიას წელიწადში 138 ტონით შეამცირებს, რაც სადგურის 20+ წელის მუშაობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.