ახალი ღუმელი, რომელიც ყოველწლიურ ენერგოხარჯებს ამცირებს
რუსთავში მდებარე კომპანია AMB Alloys, სხვადასხვა ფეროშენადნობების მწარმოებელი და მომწოდებელია.
მეზობელ ქვეყნებში სილიკომანგანუმის, ფერომანგანუმისა და ფეროსილიციუმის მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანიის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს ფეროშენადნობების წარმოების გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ მათი პროექტი დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, კომპანიამ მიზნად მისი მოკლე ვადაში დაბრუნება დაისახა.
AMB Alloy-მ GEFF დაფინანსებას მიმართა და პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით, მოითხოვა პროექტის უფასო ტექნიკური შეფასება. GEFF პროექტის კონსულტანტების ჯგუფმა დეტალური აუდიტი ჩაატარეს და პროექტის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური პარამეტრები გააანალიზეს.
€842,000 ინვესტირებით კომპანია, ყოველწლიურად, 4,379 მგვტსთ ენერგიას ზოგავს, რაც ფინანსურად €210,985 დანაზოგს ნიშნავს. შედეგად, კომპანიას ინვესტიციის დაბრუნება სულ რაღაც 4 წლის ვადაში შეუძლია.
ახალი ღუმელის დამონტაჟებით, კომპანია CO2 გამოყოფა წელიწადში 1,751 ტონით იკლებს, რაც გარემოზე ადამიანის ნეგატიურ ზეგავლენას ამცირებს.
პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.