GEen

განახლებადი ენერგია ჯანსაღი გარემოსთვის

ინვესტორი
შილდა ჰესი
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
ტურბინები, გენერატორები და სხვა ელექტრო-მექანიკური მოწყობილობები
Investment Size
2,500,000 აშშ დოლარი
CO2 დაზოგვა
10,000 ტონა წელიწადში
დონორი
EU4Energy, BMF

დღესდღეობით, საქართველოს ძირითადი გამოწვევა ენერგო დამოუკიდებლობის მიღწევაა, მისი ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი კი განახლებადი ენერგიის გამოყენებაა.

შილდა ჰესიც სწორად ამ მიზნისთვის აშენდა. მისი დაპროექტებისას, კომპანიის მთავარი მიზანი გარემოსადმი ზეგავლენის მინიმიზაცია იყო. ამისათვის, კომპანიის დამფუძლებლებმა მიმართეს EBRD-ის მწვანე დაფინანსების პროგრამას.

პროექტის კონსულტანტების დეტალური ანალიზის საფუძველზე, კომპანიამ სხვადასხვა სახის ენერგოეფექტური ელექტრო-მექანიკური მოწყობილობები შეიძინა.

შილდა ჰესის დადგმული სიმძლავრე შეადგეს 5 მეგავატს, რომელიც წლიურად გამოიმუშავებს 32 მილიონ კვტ/საათ ენერგიას, რაც საქართველოს ერთიან ენერგოსისტემას მიეწოდება და გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის.

GEFF-ის დაფინანსების მეშვეობითა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანიამ CO2-ის წლიური გამომუშავება 10,000 ტონით შეამცირა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

“შილდა ჰესი მნიშვნელოვან მისიას ემსახურება: ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცება. EBRD-ის დახმარებით კი, ჩვენ ამას გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე ვახორციელებთ” – განაცდახა შილდა ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, კონსტანტინე იორდანიშვილმა.

პროექტი მხარდაჭერილია EU4Energy-სა და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მიერ.