GEen

ცემენტის წარმოების სანდოობის გაუმჯობესება ენერგო დანახარჯების შემცირებით, საქართველო

ინვესტორი
ცემენტის საწარმო
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
ახალი სამსხვრევი ბურთები, ახალი ჰაერის კომპრესორები და კლასიფიკატორის გამოყენება ზედმეტად დაფქვის თავიდან ასაცილებლად
Investment Size
1.5 მილიონი აშშ დოლარი
ფინანსური შედეგი
უკუგების პერიოდი 5 წელი; ხარჯების ყოველწლიური დანაზოგი 308,000 აშშ დოლარი
ენერგოდანაზოგი
5.6 მგვტსთ/წ (41%)
CO2 დაზოგვა
2,240 ტ CO2 წელიწადში
შედეგი
წარმოების პროცესის გაუმჯობესება
დონორი
ევროკავშირი, ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო

საქართველოში არსებულ ერთ-ერთი წამყვან ცემენტის საწარმოს გააჩნდა საკმაოდ მოძველებული დანადგარები, ხოლო საწარმოო ხარჯების უმეტესი წილი ენერგიაზე მოდიოდა.

ბაზარზე საკუთარი პოზიციის გამყარების მიზნით, კომპანიამ გადაწყვიტა საკუთარი წარმოების პროცესის მოდერნიზება, რაც გულისხმობდა მოძველებული დანადგარების ახლით ჩანაცვლებას.

GEFF პროგრამის ფარგლებში კომპანიამ მიიღო არამარტო 1.5 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება, არამედ პროექტის ინჟინერთა გუნდის რეკომენდაციები საწარმოს საუკეთოდ აღჭურვის შესახებ, რის შედეგადაც საწარმომ 40%-მდე შეამცირა ენერგიასთან დაკაშირებული ხარჯები და მიიღო წლიურად 308,000 აშშ დოლარის დანაზოგი.

შემცირდა კომპანიის მიერ გამოყოფილი CO2-ის რაოდენობაც. ყოვეწლიურად, კომპანია ნაკლებ მავნებელ გაზს გამოუშვებს, რაც გარემო პირობებზე დადებითად აისახება.

აღნიშნული ხასიათის გაუმჯობესებებისა და დანაზოგების წყალობით, კომპანიას აქვს შესაძლებლობა გააუმჯობესოს დასაქმების მაჩვენებლები და ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას.