GEen

თერმოიზოლაციით შეძენილი დამატებითი კომფორტი ქართულ კლინიკაში

ინვესტორი
კლინიკა
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
თერმული თბოიზოლაცია, ორმაგი შემინვა და ენერგოეფექტური განათების მონტაჟი ენერგოეფექტური ბალასტებით
Investment Size
140,000 აშშ დოლარი
ფინანსური შედეგი
უკუგების პერიოდი 6.5 წელი;ყოველწლიური დანაზოგი 20,000 აშშ დოლარი
ენერგოდანაზოგი
360 მგვტსთ/წ (20%)
დონორი
ევროკავშირი, ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო

მწვანე ინვესტირებით შემცირებული ხარჯები და მოგების ზრდა

თბილისის ცენტრთან მდებარე კლინიკა ფუნქციონირებს 1990 წლიდან და მოიცავს, როგორც ამბოლატორიულ, ასევე სტაციონარულ, 30 საწოლიან განყოფილებას. კლინიკა უზრუნველყოფს ზოგადი პათოლოგიების მკურნალობასა და კოსმეტიკურ ოპერაციებს.

საქმიანობის განვითარების მიზნით, კომპანიამ მიიღო რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კერძოდ: განეახლებინათ მოძველებული შენობა და მასში არსებული სისტემები, აემაღლებინათ მომსახურების სტანდარტები, 90-მდე გაეზარდათ საწოლების რაოდენობა და შეექმნათ პაციენტებისთვის კომფორტული გარემო.

პროექტის მნიშნველობიდან გამომდინარე, GEFF-ის გუნდმა წინასწარ ჩაატარა შენობის ენერგოეფექტურობის აუდიტი, განსაზღვრა მისი ფინანსურ-ტექნიკური პარამეტრები, შეაფასა რისკები და შეადგინა ამომწურავი რეკომენდაცია, რომლის შედეგადაც კომპანიამ ინვესტირება მოახდინა თერმულ თბოიზოლაციაში, ეფექტურ განათებასა და ორმაგი შემინვის ფანჯრებში.

140,000 აშშ დოლარის ინვესტიციის საშუალებით კომპანია დაზოგავს ყოველწლიურად 20,000 აშშ დოლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციის დაფარვა მოხდება ენერგო დანაზოგებიდან ექვსნახევარ წელიწადში. აღნიშნულის შედეგად ფულადი მასის მოძრაობა რამდენიმე წელიწადში გადაიქცევა კომპანიის მოგებად. დანაზოგების მიღწევა მოხდება გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარების 360 მგვტსთ/წ-მდე შემცირების შედეგად, რაც დაახლოებით შეადგენს 20 პროცენტიან დანაზოგს.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით კომპანიამ არა მხოლოდ შეამცირა ენერგიის ხარჯები, არამედ გაფართოვდა და შეძლო კლიენტებისათვის უკეთესი მომსახურების შეთავაზება.