GEen

სასუტმრო “მუზეუმი”: ისტორიისა და ენერგოეფექტურობის თანხვედრა

ინვესტორი
სასტუმრო "მუზეუმი"
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
რეკონსტრუქცია
Investment Size
237,371 აშშ დოლარი
ენერგოდანაზოგი
91%
ბუნებრივი აირის დანაზოგი
242,975 მგვტსთ/წელიწადში
ელექტროენერგიის დანაზოგი
4,206 მგვტსთ/წელიწადში
CO2 დაზოგვა
42 ტ წელიწადში
შედეგი
6,286 აშშ დოლარი/წელიწადში
დონორი
ევროკავშირი, ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო

სასტუმრო “მუზეუმი” თბილისის შუაგულში მდებარე ისტორიულ შენობაშია განთავსებული, სადაც საუკუნეების წინ დიდგვაროვანი ორბელიანების ოჯახი ცხოვრობდა.

მისი რეკონსტრუქციისას, მენეჯმენტის მთავარი მიზანი იყო შენობის ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვა. ამისათვის, მათ მიმართეს EBRD-ის საკრედიტო ხაზს, რამაც მათ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შეძენის საშუალება მისცა.

GEFF-ის მაღალკვალიფიციურმა საკონსულტაციო ჯგუფმა ჩაატარა პროექტის დეტალური ანალიზი, გამოიანგარიშა პონტენციური ენერგოდანაზოგები, განსაზღვრა ფინანსურ-ტექნიკური პარამეტრები და რეკომენდაციის სახით მიაწოდა სასტუმროს მენეჯმენტს.

237,000 აშშ დოლარის ინვესტირებით, ენერგიის გამოყენება შემცირდა თითქმის 90%-ით. ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ზოგავს 242,975 მგვტსთ ბუნებრივი აირსა და 4,206 მგვტსთ ელექტროენერგიის მოხმარებას წელიწადში.

“პროგრამის დახმარებით ჩვენ საუკეთესო შედეგს მივაღწიეთ და ამავე დროს ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დავნერგეთ”, – ამბობს სასტუმროს “მუზეუმი” გენერალური დირექტორი სოფო ჯღარკავა.

ზემოაღნიშნული პროექტი, EBRD-ის მწვანე ინვესტირებით კერძო სექტორის მხარდაჭერის საუკეთესო მაგალითია. მსგავსი პროექტები ცვლის ენერგიის მოხმარების ჩვევებსა და იცავს გარემოს დაბინძურებისგან.

პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა და ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტროს მიერ.