GEen

ადგილობრივი მომწოდებელი მომხმარებელს “მწვანე” არჩევანის გაკეთებაში ეხმარება

ინვესტორი
სს თერმა
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემების იმპორტი
Investment Size
290,000 აშშ დოლარი
ფინანსური შედეგი
უკუგების პერიოდი 6 წელიწადი
ენერგოდანაზოგი
904 მგვტსთ/წელიწადში
CO2 დაზოგვა
245 ტ წელიწადში
შედეგი
ენერგიის გამოყენებისა და ხარჯების შემცირება
დონორი
მწვანე კლიმატის ფონდი და ავსტრიის ფედერალური სამინისტრო

GEFF-ის დაფინანსებით, ადგილობრივი მომწოდებელი “მწვანე” ხაზს აფართოვებს

სს თერმა გათბობისა და გაგრილების სისტემების უმსხვილესი მომწოდებელია საქართველოში. იგი 1998 წელს დაარსდა და მისი მოღვაწეობის პერიოდში, არაერთ უცხოელ მომწოდებელთან თანამშრომლობით, ადგილობრივ მომხმარებელს უმაღლეს პროდუქციას სთავაზობს.

კომპანიის ენერგო-ეფექტური პროდუქციის ხაზის გასაფართოვებლად, სს თერმამ გადაწყვიტა მიემართა GEFF-ისთვის, რათა მისი დაფინანსებით სხვადასხვა სიმძლავრის გათბობისა და გამაგრილებელი სისტემების იმპორტი განეხორციელებინა.

GEFF-ის პროექტის კონსულტანტებმა განახორციელეს პროექტის, როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური ანალიზი.

კომპანიის მიერ განხორციელებული $290,000 ინვესტიცია, მის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს წელიწადში ჯამურად  903.81 მგვტ/სთ ენერგია დაზოგონ და შეამცირონ მავნე აირების გამოყოფა 245 ტონით.

“ჩვენ მუდამ ვცდილობთ ჩვენი ბიზნესი კონკურენტუნარიანი გავხადოთ. GEFF-ის დაფინანსება დაგვეხმარება ჩვენი ენერგო-ეფექტური პროდუქციის პორტფელის გაზრდაში, რაც საშუალებას მოგცემს, უკეთ მოვემსახუროთ  ჩვენს მომხმარებლებს”.

მსგავსი ინვესტიციებით, EBRD მწვანე პროექტების განხორციელებას უჭერს მხარს. კერძო სექტორთან თანამშრომლობით, იგი ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად და გარემოსთვის სასარგებლო განვითარებას.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მიერ.