GEen

გზა ენერგოეფექტურობისკენ

ინვესტორი
შპს ლაგოდეხავტოგზა
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ინვესტიცია
ასფალტის მწარმოებელი დანადგარი
Investment Size
€ 254,000
ფინანსური შედეგი
უკუგების პერიოდი 25 წელი
ენერგოდანაზოგი
156.67 მგვტსთ წელიწადში
CO2 დაზოგვა
62 ტონა წელიწადში
შედეგი
გაზდილი წარმადობა, წარმოების ხარჯების შემცირება
დონორი
GCF, BMF

გაზრდილი წარმოება და შემცირებული გავლენა გარემოზე

შპს ლაგოდეხავტოგზა 2000 წელს, კახეთში დაარსდა. მისი საქმიანობა მოიცავს როგორც გზის მშენებლობას, ასევე ასფალტისა და ცემენტის წარმოებას.

2020 წლის დასაწყისში კომპანია გამოწვევის წინაშე დადგა: გაეზარდა წარმადობა და ამავე დროს შეემცირებინა წარმოებასთან ასოცირებული ხარჯები. ამისათვის, ერთ-ერთი სტრატეგიული ნაგიჯი ძველი დანადგარების ახლით ჩანაცვლება იყო.

კომპანიამ გადაწყვიტა ესარგებლა GEFF პროგრამის დაფინანსებით, რის შედეგადაც მათ არამარტო ფინანსური რესურსი მიიღეს, არამედ ისარგებლეს პროგრამის უფასო ტექნიკური კონსულტაციით. პროგრამის კონსულტანტებმა შეაფასეს კომპანიის პროექტი, განახორციელეს ფინანსური და ტექნიკური ანალიზი და კომპანიას სწორედ ისეთი რეკომენდაციები გაუზიარეს, რაც მათ გამოწვევის დაძლევაში დაეხმარებოდა.

€ 254,000 ინვესტიციის შედეგად, კომპანიამ, წინა წლებთან შედარებით, 55%-ით გაზარდა წარმოების მოცულობა. ამასთან, შპს ლაგოდეხავტოგზა წელიწადში 156.67 მგვტ/სთ ენერგიას ზოგავს, რაც მის ხარჯებს ყოველწლიურად €10,000 მოცულობით ამცირებს. ახალი, ენერგოეფექტური დანადგარის შეძენით, კომპანიის CO2 გამოყოფა 62 ტონით შემცირდა წელიწადში, რამაც გარემოზე მათი ზემოქმედება შეამცირა.

მსგავსი პროექტი, ნათლად ასახავს, რომ ერთჯერადი ინვესტირებით შესაძლებელია რამდენიმე მიზნის მიღწევა, რაც სასარგებლოა არამხოლოდ ბიზნესებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის.

პროექტი მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.