ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) აერთიანებენ ძალებს, მდგრადი ტურიზმის მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს კლიმატის დაფინანსების დაჩქარებასა და მწვანე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გარზრდას ტურიზმის სექტორისთვის. ბანკს ამისათვის აქვს მზა ონლაინ პლატფორმა, მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი, რომელიც საუკეთესო თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, მსოფლიოს სხვადასხვა მწარმოებლისგან.
პანდემიამ ტურიზმის სექტორს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ახლანდელი პრიორიტეტი სწორედ მისი აღორძინებაა. EBRD და UNWTO ამჟამად ტურიზმის მდგრად აღდგენაზე მუშაობენ.
იმისდა მიუხედავად, რომ ჯერ ჯერობით კრიზისის დასასრული არ ჩანს, იმატებს მწვანე ტურიზმის განვითარების ცნობიერება.
მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბების ფარგლებში, UNWTO მხარდაჭერას უცხადებს EBRD-ის მწვანე ტექნოლოგიის სარჩევს, რომელიც UNWTO-ს საკუთარ ინსტრუმენტებთან, როგორიცაა can complement UNWTO’s existing online resource efficiency tools such Hotel Energy Solutions (HES) და Nearly Zero Energy Hotels (neZEH) თანხვედრაში მოდის.
სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს საშუალება ისარგებლოს მწვანე ტექნოლოგიის სარჩევით და მოიძოს 26,000-მდე მწვანე ტექნოლოგია, რომელზეც, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება. ასეთი პროექტებია – მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროექტი (GEFF), მწვანე ვაჭრობის გამარტივების პროგრამა, და ფინანსებისა და ტექნოლოგიების მიმოცვლის ცენტრი კლიმატური ცვლილებებისთვის (FINTECC).
ნებისმიერი პოტენციური ინვესტიცია ამაღლებს ენერგოეფექტურობას, ავითარებს განახლებად ენერგიასა და ამცირებს წყლისა თუ სხვა რესურსების გამოყენებას. ტექნოლოგიები ფართო სპექტრი მოიცავს, ენერგოეფექტურ კარ-ფანჯრებსა და კარებებს, თერმულ იზოლაციას, განათებას, სამშენებლო დანადგარებსა და მანქანებს, ფოტოვოლტაურ მზის პანელებს და გეოთერმულ გამათბობელ პომპებს.
„მსოფლიო ენერგიის მოხმარების 40% შენობები შეადგენს. ეს მაჩვენები ტურიზმის სექტორისთვის უფრო მაღალია, რაც ენერგო და რესურს ეფექტურობის გაზრდისა და მავნე აირების გამოყოფის შემცირებისთვის დიდ პოტენციალს წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და UNWTO თანამშრომლობა ამ კუთხითაც ვითარდება, განსაკუთრებით კი ასეთ მძიმე პერიოდში. ჩვენ გვჯერა, რომ EBRD-ის მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი დიდ როლს ითამაშებს მდგრადი ტურიზმის განვითარებაში“, – განაცხადა EBRD-ის ქონებისა და ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორმა ვლაჰო კოჟაკოვმა.
მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი დააჩქარებს კლიმატის დაფინანსებას GEFF-ისა და EBRD-ის სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობითა და საერთაშორისო დონორების (European Union, Green Climate Fund, Climate Investment Fund) დახმარებით.
მწვანე ტექნოლოგიის სარჩევი შექმნილია EBRD-ის მიერ, GEFF პროექტის ფარგლებში და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით.
წყარო: EBRD
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები