თანასწორობა მწვანე ეკონომიკასთან გვაახლოვებს
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს, EBRD-ის პრეზიდენტმა, ოდილ რენო–ბასომ წერილი გამოაქვეყნა.
პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თითოეული ჩვენთანგანის როლზე, რომელიც კლიმატის ცვლილების დაძლევას უნდა ემსახურებოდეს. ქალბატონი რენო–ბასო წერს, რომ ამას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძირეულად შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, მუშაობას და აზროვნებას. მისი თქმით, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის შედეგად მიღებული შესაძლებლობები ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ქალები და კაცები სხვადასხვაგვარად განიცდიან კლიმატის ცვლილებას. საამიდოს რამდენიმე მიზეზი არსებობს. მსოფლიოს 2 მილიარდი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების უდიდეს ნაწილს ქალები შეადგენენ, ასეთი ადამიანებისთვის კი კლიმატის ცვლილება ყველაზე მტკივნეულად გადასატანია.
განვითარებად ქვეყნებში, ქალები აქტიურად არიან სოფლის მეურნეობაში ჩართულები. სწორად მათი, როგორც ფერმერების, ბიზნესის მფლობელების, მწარმოებლების, მომხმარებლებისა და დიასახლიების, დახმარებით ხდება ნახშირბადის დაბალი შემცველობის სტრატეგიების დანერგვა. მაგრამ ქალები ხშირად არ ფლობენ იმ მიწას, რომელზედაც მუშაობენ, და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაში ისინი არ მონაწილეობენ. მათი ჩართვით შესაძლებელია შედეგის ცვლილებაც.
კლიმატის ცვლილების ეფექტურად დასაძლევად მნიშნველოვანია ქალების, როგორც ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიქური აქტორების აღიარება, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ახალი ტექნოლოგიების მიღების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გატარებისა და იმ შესაძლებლობებით სარგებლობაში, რომლებიც მწვანე აკონომიკას მოაქვს.
ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის მწვანე ინვესტიციებისა და პოლიტიკის ცენტრალური ნაწილი გენდერული თანასწორობაა. 2020 წელს მიღებულმა პრიორიტეტებმა EBRD უფრო მწვანე, ინკლუზიური და თანამედროვე გახადეს. შემდეგი ზომების შემუშავებით, კლიმატის ცვლილება და გენდერული თანასწორობა, ბანკის ცენტრალური ფოკუსი ხდება:
მწვანე კლიმატის ფონდთან (GCF) ერთად, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მთლიან პროცესში, EBRD უზრუნველყოფს ქალებისთვის უნარებზე, ცოდნასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობას.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები