2021 წელს, უკვე მეორედ, ერთ-ერთი უმსხვილესი კონფერენცია ჩატარდა განახლებად ენერგიაზე. Energy Week Black Sea კონფერენციაზე საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინისა და თურქეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ბიზნესებმა და კერძო ინვესტორებმა ისაუბრეს განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებულ რეფორმებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
2 დღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს როგორც საკუთარი ქვეყნების საკანონმდებლო ჩარჩოები, ასევე მიმდინარე პროექტები განალხებადი ენერგიის სფეროში, გლობალური ინვესტორების მოზიდვის სტრატეგიები, სხვადასხვა დაფინანხების სქემები და ენერგოუსაფრთხოების საკითხები.
ისტორიულად, შავი ზღვის რეგიონი ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი აირის განვითარება-მიწოდებაში, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში რეგიონში წარმოდგენილმა ქვეყნებმა განახლებადი ენერგიის პოტენციის გამოყენებისაკენ დაიწყეს სვლა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების სერიოზულობამ ბევრი ქვეყანა ენერგიის გამომუშავების ალტერნატიული წყაროების განვითარებისკენ მიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი ქვეყნების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა პრიორიტეტად უნდა იქცეს. წყალბადის განვითარება უკვე რუმინეთის ეროვნული ენერგიისა და კლიმატის გეგმაშია. უკრაინამ კი 2030 წლისთვის ამბიციური მიზანი დაისახა: ემისიების 65% შემცირება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მისი პოლიტიკა და პრინიპები ევროპული განვითარების მოდელს ესადაგება. ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღებითა და ახალი ენერგობაზარის ჩამოყალიბებით, საქართველოც მნიშნველოვან ცვლილებებს ახორციელებს განახლებადი ენერგიის წყაროების განსავითარებლად. შეფასებულია, რომ საქართველოს პოტენციალი მოიცავს 2000-მდე მგვტ ჰიდრო, 500 მგვტ მზისა და 1330 მგვტ ქარის ენერგიებს, რომლის ათვისებაც 2030 წლისთვის არის დაგეგმილი. საბედნიეროდ, ბიზნესები წინ უსწრებენ კანონებსა და რეგულაციების და რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება უკვე დაგეგმილია.
როგორც საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ერთ-ერთი ხელმშეწმყობი, GEFF საქართველოში დაესწრო Energy Week Black Sea კონფერენციას. პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა რამდენიმე განახლებადი ენერგიის პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. ამასთან, მწვანე ტექნოლოგიის სარჩევში მზის ენერგიის ტექნოლოგიების მომწოდებლების სიას მუდამ მზარდია. ადგილობრივ პარტნიორ ფინანსური ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, GEFF საქართველოში პროგრამა აგრძელებს მისი წვლილის შეტანას განალხებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები