ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი საკითხები სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს მსოფლიოში. უდავოა, თითოეულ ადამიანს შეუძლია მისი უარყოფითი გავლენა შეამციროს გარემოზე, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ნაბიჯები გადადგან როგორც კერძო ასევე საზოგადო სექტორის წარმომადგენლებმა. მიზანი ყველასთვის ერთი უნდა იყოს: CO2-ის გამოყოფის შემცირება, კლიმატის ცვლილების მიმართ გამძლეობის გამომუშავება და მდგრადი განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა.
როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოავლინა, ტრანსპორტი, მშენებლობა და ინდუსტრიული სექტორები სწორად ის დარგებია, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გარემოზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა არის ისეთი პოლიტიკის, კანონებისა და სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც ამ დარგებს მეტად გარემოსადმი ლოიალურს გახდის. სწორად ასეთია ერთ-ერთი უახლესი კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს მწვანე ეკონომიკის განვითარებასთან აახლოვებს.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თუ, საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, საწარმო ვალდებული იქნება განახორციელოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები. ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები, პირველ რიგში, მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენაზე. ყველა საჭირო ღონისძიება გაიწერება გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში, რომელიც კომპანიისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.
საწარმოები, საქმიანობის დაწყებამდე მოახდენენ ფინანსური გარანტიების/რესურსების მობილიზებას, რათა საქმიანობის შედეგად გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად.
მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია, მის ამოქმედებას, ქცევის და დამოკიდებულების შეცვლას გარკვეული დრო სჭირდება, ბიზნესებს უკვე დღეს შეუძლიათ ისეთი ზომების მიღება, რომლებიც მათ დაეხმარებათ ზედმეტი ხარჯების გაწევაში დაეხმარებათ. ეს ზომების შესაძლოა მარტივი იყოს, როგორიც მაგალითად დანადგარზე ფილტრების ცვლილება ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ან იყოს შედარებით რთული და გარკვეულ ინვესტიციებთან ასოცირებული, როგორიცაა მაგალითად ძველი, საბჭოთა დანადგარის, ახალი, მეტად ენერგო და რესურსეფექტური დანადგარით ჩანაცვლება. როგორც გზის სამშენებლო კომპანიის მაგალითმა გვიჩვენა, ახალ ასფალტის მწარმოებელ დანადგარში ინვესტირებით, კომპანიამ წარმადობა 55%-ით გაზარდა, ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად შეამცირა და ყოველწლიურად 10,000 ევროს ფინანსური რესურსი გამოათავისუფლა ენერგოდანაზოგის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დანადგარის შეძენა ფინანსურ რესურსს მოითხოვს, მისი გრძელვადიანი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება პირველად ინვესტიციის თანხას.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავსი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომია არამხოლოდ საწარმოებისთვის, არამედ ნებისმიერი დარგის წარმომადგენელი ბიზნესისთვის. მაგალითისთვის, სოფლის მეურნეობაში მოღვაწე კომპანიას შეუძლია თანამედროვე წვეთოვანი სისტემის დამონტაჟება, რომელიც ტრადიციულ მეთოდთან შედარებით 90%-ით უფრო ეფექტურია. გარდა ამისა, თანამედროვე სისტემა ბიზნესს აძლევს წყლის დაზოგვის საშუალებას, ხელს უწყობს ნიადაგის ხარისხის შენარჩუნებას და ამცირებს სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებას. GEFF პროგრამის მწვანე ტექნოლოგიის სარჩევის გამოყენებით, ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია მათი საქმიანობის შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიის მოძიება.
გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაძლიერება სამომავლოდაც იგეგმება. საუბარია გარკვეული სტანდარტების ჩამოყალიბებაზე, რომელთა დანერგვა ყველა ქალაქში მოხდება და ხელს შეუწყობს მდგრად ურბანულ განვითარებასა და გარემოს დაცვას.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები