GEFF საქართველოში პროგრამის ოპერაციების კიდევ ერთი წარმატებული წელი დასრულდა. EBRD-ის და სხვა დონორების სახსრებით წყალობით GEFF აფინანსებს ბიზნესებს და მათ მდგრად ბიზნეს პრაქტიკებზე გადასვლაში ეხმარება. დაარსების დღიდან, პროგრამა თანამშრომლობს სამ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტთან, რომლებიც ბიზნესებს მწვანე ტექნოლოგიებისა და მწვანე პროექტების უფინანსებს.
მიუხედავად 2022 წელს მსოფლიოს ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევებისა, GEFF-მა საქართველოში წარმატებით დააფინანსა განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტი წარმოების, მშენებლობისა და დისტრიბუციის სექტორებში. საქართველოში ელექტროენერგიის გაძვირების გამო, ბევრმა ბიზნესმა დაიწყო საოპერაციო ხარჯების შემცირების გზების ძიება. შედეგად, GEFF-მა საქართველოში დააფინანსა მზის ელექტროსადგურების შეძენა და დანერგვა რამდენიმე ბიზნესისთვის, რომელთა საერთო ღირებულება 400,000 აშშ დოლარს შეადგენს. CO2-ის ემისიების საერთო მოცულობა, რომელიც თავიდან იქნება აცილებული ამ ინვესტიციების შედეგად, უდრის დაახლოებით 600 ტონას წელიწადში.
მიუხედავად იმისა, რომ მზის ენერგიის მიმართ გაზრდილი ინტერესი ბიზნესებს შორის მისასასალმებელია, მფლობელებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომლებიც გასათვალისწინებელია მზის სადგურზე ინვესტიციის განხილვისას. GEFF პროექტი სომხეთში (GEFF სომხეთში), რომელიც ფუნქციონირებს 2019 წლიდან, დააფინანსა 200-ზე მეტი მზის ენერგიის პროექტი. ადგილობრივმა ექსპერტებმა გამოავლინეს რამდენიმე საკითხი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ელექტროენერგიის გამომუშავებას და ადამიანის უსაფრთხოებას. იმისათვის, რომ ბიზნესებმა თავიდან აიცილონ ასეთი შეცდომები და განიხილონ მზის ელექტროსადგურის დანერგვის მნიშვნელოვანი ასპექტები, GEFF-მა შექმნა საგანმანათლებლო ვიდეო, რომელიც ასახავს ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს და განმარტავს, თუ როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან. ვიდეო დაეხმარება ბიზნესებს, რომლებიც ინვესტიციის საწყის ეტაპზე არიან ან განიხილავენ მზის ენერგიაში ინვესტიციას.
საგანმანათლებლო ასპექტი GEFF-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მთელი თავისი საქმიანობის განმავლობაში, დაწესებულებამ ჩაატარა და მონაწილეობა მიიღო მრავალ ღონისძიებასა და სემინარში, რომლებიც ბიზნესში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობას შეეხეება. 2022 წელს GEFF-მა საქართველოში მოაწყო ოთხი სემინარი ინკლუზიურობის, კლიმატის ცვლილებისა და მწვანე დაფინანსების შესახებ. ორი სემინარი სპეციალურად შექმნილი იყო ქალების მიერ მართული ბიზნესისთვის და მიზნად ისახავდა ბიზნესში მდგრადი მიდგომებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ფინანსური, სოციალური და გარემოსდაცვითი სარგებელის გამოკვეთას. გარდა ამისა, GEFF-მა საქართველოში მოაწყო სემინარი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისთვის, სადაც ხაზი გაუსვა მათი პორტფელის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას. ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ორგანიზებულ სესიაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მწვანე ტექნოლოგიები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიზნესისთვის ნებისმიერ ინდუსტრიაში. სამუშაო შეხვედრებს ბიზნესის დაახლოებით 100 წარმომადგენელი დაესწრო, რომლებიც დიდი მოთხოვნის გამო 2023 წლამდე გაგრძელდა.
2022 წელს GEFF-მა საქართველოში ასევე დააფინანსა სამშენებლო პროექტები. ეს ინვესტიციები მიზნად ისახავს ენერგოეფექტური მასალების და ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიცაა ენერგოეფექტური ფანჯრები და კარები, განათების სისტემები, ლიფტები – ეს ყველაფერი ხელს უწყობს უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
GEFF საქართველოში 2023 წელსაც გააგრძელებს საქმიანობას ქვეყანაში მდგრადი ბიზნესის განვითარების მიზნით.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები