დღეს, საქართველოში ნამაი ვაკე პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც EBRD GEFF-ის A კლასის ხარისხი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს რომ ნამაი ვაკე, ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტურისაცხოვრებელი შენობაა საქართველოში. GEFF პროგრამის მიერ საქართველოში დანერგილი შეფასება, საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს საკუთარი შენობის ენერგოეფეტურობისა და ეკოლოგიური მდგრადობის წარმოჩენა.
2019 წლიდან, GEFF საქართველოში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სამშენებლო სექტორში. პროგრამის მიერ დაფინანსებული ყველა სამშენებლო პროექტი მინიმუმ 20% უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული შენობები. GEFF-ის მიერ შემუშავებული შეფასება კი ამას ნათლად ასახავს. შეფასება უფასოა და მას პროგრამის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ატარებენ. GEFF-ის მიერ შეფასებულ შენობებს ახასიათებს დაბალი კომუნალური გადასახადები, გაუმჯობესებული საცხოვრებელი ან/და სამუშაო გარემო და გარემოზე შემცირებული უარყოფითი გავლენა. დღესდღეობით, როდესაც ეკოლოგიური პასუხისმგებლობა სულ უფრო აქტუარული ხდება, ენერგოეფექტური შენობები სულ უფრო მოთხოვნადი გახდება, როგორც შენობის მომხმარებლების, ასე ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის.
ნამაი ვაკეს ენერგოეფექტურობა შთამბეჭდავია: შენობის წლიური ენერგოდანაზოგი 1,541 მეგავატსთ-ს, ხოლო CO2-ის ემისიების წლიური შემცირება 294 ტონას შეადგენს. კომპლექსის მზის ელექტროსადგური შენობის ენერგო-საჭიროებების დაახლოვებით 70% ფარავს.
ნამაი ვაკეს მიერ მიღებული GEFF-ის შეფასება არის კატალიზატორი მომავალი პროგრესისთვის: კომპლექსი ახლა მიზნად ისახავს EDGE სერტიფიცირების მიღებას.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები