EBRD-ის GEFF-ის მიერ საქართველოში დაფინანსებული სამი პროექტი ნომინირებულია Energy Globe Awards-ზე:
Energy Globe Awards ავსტრიელმა ენერგეტიკოსმა ვოლფგანგ ნოიმანმა 1999 წელს დააარსა. 2000 წლიდან, ჯილდოს მონაცემთა ბაზა გაიზარდა და ახლა მოიცავს დაახლოებით 20 000 ემისიების შემამცირებელ პროექტს 180-მდე ქვეყნიდან, რომლებიც ემსახურება ერთ მიზანს: ინოვაციური და მდგრადი პროექტების ფართო გლობალური აუდიტორიისთვის წარდგენა. Energy Globe Awards-ის მეშვეობით ამ პროექტებს მეტი ყურადღება ეთმობა, რაც ზრდის იმ ტექნოლოგიებისა თუ გადაწყვეტებისადმი ინტერესს, რომლებიც მნიშვნელოვანია გარემოსდავით პრობლემებთან გამკლავებაში.
Energy Globe Awards-ის კონკურსისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 800 პროექტი და ინიციატივა იგზავნება. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულები ნომინირებულნი არიან საერთაშორისო Energy Globe Award-ზე ან Energy Globe World Award-ზე. საერთაშორისო კატეგორიის გამარჯვებულებს გამოავლენენ ცერემონიის დროს, რომელიც მთელ მსოფლიოში შუქდება საერთაშორისო მედიის მიერ. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პროექტს, რომელიც მიმართულია რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე, ჰაერისა და წყლის ხარისხის შენარჩუნება/გაუმჯობესებაზე, ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო პირებს, კერძო თუ საჯარო დაწესებულებებს, კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მონაწილეობა სრულიად უფასოა.
GEFF საქართველოში აგრძელებს ენერგო და რესურსეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებას მისი სამი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, როგორც SME ასევე კორპორატიულ სექტორში. ორი წლის განმავლობაში, GEFF საქართველოს მიერ დაფინანსებული 24 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება €15,000,000 შეადგენს, წელიწადში 26,808 ტონა CO2 ემისიისა და 108,000 მგვტსთ ენერგიის მოხმარების შემცირებას შეუწყო ხელი.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები