შედარებით არიდული ზონისთვის, როგორსაც საქართველოს ფართო ნაწილი მიეკუთვნება, წვიმა – სასურველი მოვლენაა, განსაკუთრებით ზაფხულში და გვალვის ხანგრძლივ პერიოდებში, რაც ქვეყანაში იშვიათი არაა. წვიმის წყალი სარწყავად, ტბების და ნაკადულების შესავსებად არის საჭირო, თუმცა გადაჭარბებულმა ნალექიანობამ ზოგჯერ შეიძლება მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი.
რვა წლის წინ, 2015 წელს, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 1000-ზე მეტი კი დააშავა. დაახლოებით 200 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ, და ორასზე მეტი ზოოპარკში მობინადრე ცხოველი ვერ გადაურჩა წყლის უზარმაზარ ნაკადებს. ინფრასტრუქტურის ზარალი უზარმაზარი იყო.
მიმდინარე წლის თითქმის მთელი ივნისის განმავლობაში, საქართველოს უმეტეს ტერიატორიაზე წვიმა თითქმის ყოველ დღე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი მასშტაბის არაფერი მომხდარა, ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ახლდა ძლიერი ქარი, თბილისში არაერთი მოძრავი ქონება დააზიანა. რეგიონებში, განსაკუთრებით კახეთში, ზარალი ბევრად უფრო სერიოზულია. ყვარლის მუნიციპალიტეტში დაიტბორა მრავალი სახლი და დაზიანდა მოძრავი ქონება. სტიქიამ გურჯაანში ადგილობრივი აგრარული ბაზარი დააზიანა, რამაც ფერმერების საარსებო წყაროს საფრთხე შეუქმნა.
ძლიერი წვიმა და ხანგრძლივი ნალექიანობა, კომუნიკაციებსაც აფერხებს. ამის გამო, რიკოთის უღელტეხილი, რომელიც დასავლეთს აკავშირებს საქართველოს დანარჩენ ნაწილთან, დაიკეტა, რამაც გამოიწვია მთელი რიგი შეფერხებები. გარდა ამისა, ჭარბი ნალექი აზიანებს მოსავალს, აფერხებს მის აღებას, ზრდის ნიადაგის ეროზიის რისკს, აზიანებს ტექნიკას და ა.შ.
მეცნიერები მიიჩნევენ რომ ჭარბი ნალექიანობა, ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის შედეგად გამოწვეული გლობალური დათბობის ბრალია. როგორც გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელის (IPCC) სინთეზური ანგარიში ამტკიცებს, ექსტრემალური ცვლილებების მტკიცებულებები, როგორიცაა სიცხე, ძლიერი ნალექი, გვალვები და ტროპიკული ციკლონები, და, მათი კავშირი ადამიანურ საქმიანობასთან, 2014 წლის მერე კიდევ უფრო გაძლიერდა. მარტივი პრინციპი არის ის, რომ ცხელ ჰაერს შეუძლია მეტი აორთქლილი წყალი შეინარჩუნოს, რაც თავის მხრივ ნიშნავს მეტ წყალს ნალექის ან თოვლის სახით. IPCC-ს სინთეზის ანგარიშის მიხედვით, „გლობალური ზედაპირის ტემპერატურა უფრო სწრაფად გაიზარდა 1970 წლიდან, ვიდრე ნებისმიერი სხვა 50-წლიანი პერიოდში, სულ მცირე, ბოლო 2000 წლის განმავლობაში“.
ნათელია, რომ სათბურის აირების ემისიების შემცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარმოებაში ტექნოლოგიებზე გადასვლა, რომლებიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, თავის მხრივ შეამცირებს CO2-ის ემისიების საერთო დონეს – როგორც მოხდა AMB Alloys შემთხვევაში, რომლემაც ენერგოეფექტური ღუმელი შეიძინა. სს გრაალი-92 არის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს გადავიდეს ენერგიის განახლებად წყაროებზე და ამით არა მხოლოდ ნაკლები ნეგატიური გავლენა იქონიოს დედამიწაზე, არამედ შეამციროს ყოველთვიური კომუნალური ხარჯები. სამშენებლო ინდუსტრიას, გლობალურ ემისიებში ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორს, ასევე შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თავისი გავლენა პროექტებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მასალების ჩართვით.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები