2021 წელსაც ყველას ცხოვრებაში ისევ პანდემია დომინირებდა. საჯარო, ისევე როგორც კერძო სექტორი იძულებული იყო შეგუებოდა ცხოვრების „ახალ ნორმალურ წესს“, რომელიც სოციალიზაციის თუ მუშაობის ჰიბრიდულ მეთოდს გულისხმობდა. კორონავირუსთან ბრძოლა ყველა ქვეყნისთვის გამაერთიანებელი გამოწვევა იყო. მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა სახელმწიფობს დღის წესრიგის პრიორიტეტად რჩება, თუმცა, როგორც გლაზგოს კლიმატის პაქტი ცხადყობს, ქვეყნის ლიდერებისთვის კლიმატის ცვლილების რისკების შემცირებაც კვლავ აქტუალურია.
წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების მიუხედავად, GEFF საქართველოში პროგრამამ და მისმა პარტნიორმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დააფინანსეს პროექტები, რომლებიც ამა თუ იმ გზით ხელს უწყობენ გარემოს დაცვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. 2021 წლის განმავლობაში GEFF ფინანსირება, პროგრამის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით განხორციელდა.
ენერგოეფექტურობა
GEFF-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა ჯამურად 1000 ტონამდე CO2-ის ემისიის თავიდან აცილებას შეუწყო ხელი. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პროექტი იყო ახალი საოფისე შენობის მშენებლობა, რომელსაც კომპანია ვაკე ჰილლი ახორციელებს. ეს ინვესტიცია კომპანიამ თბოიზოლაციაში, ენერგოეფექტური კარ-ფანჯარაში, გათბობისა და გაგრილების სისტემებში, LED განათებასა და ლიფტებში განახორციელა, რაც მას არამარტო $54 000 დაუზოგავს ენერგიის გადასახადში, არამედ ენერგიის მოხმარებას 2000 მგვტ/სთ-ით, ხოლო CO2 ემისიის 350 ტონით შემცირებას შეუწყობს ხელს.
განახლებადი ენერგია
ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ზრდასთან ერთად, საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავება ქართული ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხად იქცა. GEFF-ისა და მისი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულმა ღონისძიებებმა, რომლებიც მზის ენერგიაში ინვესტიციებს მიეძღვნა, ამ ტექნოლოგიების შესახებ მრავალი სტერეოტიპის დამსხვრევას შეუწყო ხელი. GEFF-ის $36 000 ოდენობის სესხით, ონლაინ სუპერმარკეტმა Mego.ge-მ დაამონტაჟა მზის სადგური, რომელიც დაეხმარება კომპანიას გაზარდოს მისი ენერგო-დამოუკიდებლობა და აირიდოს კომერციული ენერგიის ტარიფების რყევის რისკი. ამ პროექტში განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოკლე უკუგების პერიოდი, რომელიც სამ წელზე ცოტა მეტს შეადგენს. გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიას შეუძლია დანაზოგის რეინვესტირება მოახდინოს თანამშრომლების კმაყოფილების გაზრდაში და კლიენტებისთვის გაუმჯობესებული და სწრაფი სერვისის მიწოდებაში.
mego.ge-ს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია ისარგებლოს იმ ფინანსური სარგებელით, რომელსაც მზის ენერგიაში ინვესტიციები გვთავაზობს.
რესურსების ეფექტურობა
რესურსების მოხმარების ზრდა, ენერგიის მოხმარებისა და სათბური აირების ემისიების ზრდას იწვევს. ეს უკანასკნელი დასახელებულია, როგორც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების საარსებო წყაროსა და ქვეყნის ეკონომიკას. სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე დაუცველია კლიმატის ცვლილების რისკებისმიმართ. GEFF საქართველოში განსაკუთრებით ამაყობს პროექტებით, რომლებიც ეხმარება ბიზნესებს დაზოგონ რესურსები და გამოიყენონ მათი სრული პოტენციალი.
შპს Agro Grain-მა, კომპანიამ, რომელიც ფლობს და ამუშავებს რამდენიმე მიწის ნაკვეთს თბილისის შემოგარენში, $365 000 ინვესტიცია მოახდინა წვეთოვან სარწყავ სისტემაში. ახალი სისტემის დამონტაჟებამდე ნაკვეთი ძირითადად გამოუსადეგარი იყო, არახელსაყრელი რელიეფის გამო. გარდა იმისა, რომ სისტემა საშუალებას მისცემს კომპანიას სრულად გამოიყენოს თავისი ნაკვეთი, ის შეუწყობს კომპანიას დაზოგოს 152 000 მ3 წყალი და გააუმჯობესოს სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები